(2 декабря 2016) თბილისის მერია საახალწლოდ დედაქალაქის ცენტრალური ქუჩების მორთვას შეუდგა — რუსთაველისა და ჭავჭავაძის გამზირებზე სადღესასწაულო მოსართავები უკვე გამოჩნდა.
„წელს საახალწლო ილუმინაციებით ქალაქის თითქმის ყველა ცენტრალური ქუჩა მოირთვება. მთლიანად აღდგენილია ძველი სანათები, ხოლო რამდენიმე ქუჩაზე — აღმაშენებლის, პეკინის გამზირებსა და კახეთის გზატკეცილზე ახალ ილუმინაციას გააკეთებენ“, — განაცხადეს მერიის პრეს-სამსახურში, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“.
მერია საახალწლოდ თბილისის დაახლოებით 30 ქუჩის მორთვას აპირებს. განათებას 15 დეკემბერს ჩართავენ. საახალწლო განათებაზე თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 1,2 მილიონ ლარამდე თანხა გამოიყოფა.
Sputnik-georgia.com